Friday, April 20, 2018

სასწავლო და სოციალური პროექტები

       პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.   


ტრენინგი განკუთვნილია: საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებლებისთვის, ასევე იმ კერძო სკოლების პედაგოგებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში. 
ტრენინგზე დასწრების წინა პირობა: 
  1. მონაწილეს გავლილი უნდა ქონდეს აღნიშნულ ტრენინგზე რეგისტრაცია;
  2. გავლილი ქონდეს ტრენინგკურსი "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში", ან 1:1 ელექტრონული სწავლების დანერგვის ტრენინგკურსი.
  3.  არ ქონდეს გავლილი წინა წლებში ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება.
ტრენინგზე გაეცნობით: სასწავლო პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს; სასწავლო პროექტების განხორცილებისას ისტ-ის ინტეგრირების საკითხებს ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებლის პროფესიული  სტანდარტის შესაბამისად;  ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვას, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება; პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომებს;  პროექტის  პროტფოლიოს შექმნას და გამოქვეყნებას ბლოგზე.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 36 საკონტაქტო საათი. (9 დღე- დღეში 4 საათი) აღნიშნული კურსის სრულად გავლის შემთხვევაში მოგენიჭებათ 2 კრედიტქულა

სასწავლო და სოციალური პროექტები