პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
ტრენინგი განკუთვნილია: საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებლებისთვის, ასევე იმ კერძო სკოლების პედაგოგებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.
ტრენინგზე დასწრების წინა პირობა:
- მონაწილეს გავლილი უნდა ქონდეს აღნიშნულ ტრენინგზე რეგისტრაცია;
- გავლილი ქონდეს ტრენინგკურსი "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში", ან 1:1 ელექტრონული სწავლების დანერგვის ტრენინგკურსი.
- არ ქონდეს გავლილი წინა წლებში ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება.
ტრენინგზე გაეცნობით: სასწავლო პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს; სასწავლო პროექტების განხორცილებისას ისტ-ის ინტეგრირების საკითხებს ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად; ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვას, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება; პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომებს; პროექტის პროტფოლიოს შექმნას და გამოქვეყნებას ბლოგზე.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 36 საკონტაქტო საათი. (9 დღე- დღეში 4 საათი) აღნიშნული კურსის სრულად გავლის შემთხვევაში მოგენიჭებათ 2 კრედიტქულა
სასწავლო და სოციალური პროექტები
ტრენინგის ხანგრძლივობა: 36 საკონტაქტო საათი. (9 დღე- დღეში 4 საათი) აღნიშნული კურსის სრულად გავლის შემთხვევაში მოგენიჭებათ 2 კრედიტქულა
სასწავლო და სოციალური პროექტები
No comments:
Post a Comment